გიორგი მარგველაშვილი - მინდა მივმართო საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც თბილისში არიან,  ნუ გგონიათ, რომ საქართველოს იპოვნით დახურულ კაბინეტებში,  მოდით აქ

მე, მინდა მივმართო საერთაშორისო თანამეგობრობას და საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც თბილისში არიან - ნუ გგონიათ, რომ საქართველოს იპოვნით დახურულ კაბინეტებში და დახურულ შეხვედრებზე, მოდით აქ და დაესწარით ახალი საქართველოს შექმნას, -ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა აქციაზე განაცხადა, რომ პარლამენტთან იქმნება ახალი საქართველო.

„დაესწარით იმ საქართველოს შექმნას, რომელმაც საბჭოთა კავშირს უარი უთხრა და თავისი მზერა ევროპისკენ მიმართა. აქ ხდება ეს, სამწუხაროდ კაბინეტებში ნაკლებად ხდება უკვე", - განაცხადა მარგველაშვილმა.

პარლამენტთან შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია 20 ივნისიდან მიმდინარეობს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს