ირაკლი ოქრუაშვილი - ოთარ ფარცხალაძემ ივანიშვილს უთხრა, რომ დოკუმენტზე  ქიბარ ხალვაშის  ხელმოწერაა და ამაში გაიჭედებოდნენ, მაგრამ ივანიშვილმა არ მოუსმინა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, დოკუმენტის შესახებ, რომლითაც ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე პრეტენზიას აცხადებს, ბიძინა ივანიშვილმა მისგან გაიგო.

როგორც ოქრუაშვილმა „შაბათის კურიერში“ განაცხადა, ამის შემდეგ ივანიშვილმა ხალვაში დაიბარა და დოკუმენტის შესახებ გამოკითხა. მისივე განცხადებით, პროცესში ჩართული იყო ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეც.

„ივანიშვილმა ამ დოკუმენტის არსებობის შესახებ შეიტყო მას შემდეგ, რაც ხალვაშს სასამართლოში სარჩელი შეატანინა. მან ჩემგან არაპირდაპირ გაიგო. მე ვისაუბრე ამ თემაზე ადამიანთან, რომელიც ვიცოდი, რომ ამბავს მიუტანდა. დაიბარეს ხალვაში და ჰკითხეს - ეს რა არისო. უთხრა, ეს ჩემი ხელმოწერა არ არის, ყალბიაო. მე როგორც ვიცი, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ივანიშვილს უთხრა, რომ ეს არის ხალვაშის ხელმოწერა და ამაში გაიჭედებოდნენ. ივანიშვილმა, როგორც ჩანს, არ მოუსმინა და გააგრძელეს ისე, როგორც გააგრძელეს. იყო ჩემდამი თხოვნა, მას შემდეგ, რაც ეს დოკუმენტი მათთვის ცნობილი გახდა, ხომ არ დაგვითმობ ამას, ხომ არ იტყვი ჩვენებაში, რომ მილიონ 200 ათასი, რომელიც გადაიხადე, ეს იყო ხალვაშის ფული, უბრალოდ, შენ იყავი გამტარი. ხალვაშია ნომინალური პირი და მთავაზობენ ხალვაშის ნომინალური პირი გავხდე მე“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა