გიორგი მარგველაშვილი - მინდა მივმართო "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს, იყავით მტკიცედ!

მინდა მივმართო "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს, იყავით მტკიცედ, იცოდეთ, რომ საქართველოს მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ეს არხი თქვენია,- ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს.

ყოფილმა პრეზიდენტმა „რუსთავი 2"- ის ჟურნალისტებს სიმტკიცისკენ მოუწოდა.

„დღეს, მინდა მივმართო „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს, ვისაც დღეს შეიძლება მორალურად უჭირს, ეს მიტინგი რაც აქ არის და ღირსების ეს ერთი თვე, რომელიც აქ გავიდა, არის დასტური იმისა, რომ სწორი იდეებისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველთვის შედეგიანია. იცოდეთ, რომ ამ ბრძოლაში თქვენ არ ხართ მარტო. დაიცავით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, იყავით მტკიცედ, იცოდეთ, რომ საქართველოს მოქალაქეები თვლიან, რომ ეს არხი თქვენია",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პარლამენტთან შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია 20 ივნისიდან მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო:

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს