გიორგი მარგველაშვილი - მმართველი გუნდის  ერთ-ერთმა ლიდერმა დათვლა დაიწყო და  აქციაზე 200 კაცზე მეტს ვეღარ კრებენო - ნუ ზომავთ ასე, თავისუფალი ხალხი თვითონ იკრიბება

ნუ ზომავთ ასე, რომ ვიღაც ვიღაცას კრებს, არა თავისუფალი ხალხი თვითონ იკრიბება. ნუ ზომავთ რაოდენობით, - ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მმართველ გუნდს პარლამენტის წინ მიმადინარე აქციაზე.

მარგველაშვილის შეფასებით, პარლამენტის წინ თავისუფალი ხალხის თავისუფალი შეკრებაა.

„მინდა მივმართო, აგრეთვე მმართველ პოლიტიკურ გუნდს - ერთ-ერთმა თქვენმა ლიდერმა, როგორც მითხრეს დათვლა დაიწყო და 200 კაცზე მეტს ვეღარ კრებენო, აქ ხალხს არ კრებენ, ხალხი იკრიბება, იკრიბება თავისუფალი ნების საფუძველზე. ნუ ზომავთ ასე, რომ ვიღაც ვიღაცას კრებს, არა თავისუფალი ხალხი თვითონ იკრიბება. ნუ ზომავთ რაოდენობით. ეს არ არის რაღაც, მევახშეს საზომი ამბავი. თავისუფალი ხალხის თავისუფალი შეკრებაა. სულ რომ მეათედი იყოს აქ, ბევრად უფრო მეტის გამკეთებელია ვიდრე 100, 200 და 300 ათასი მოყვანილი. მოდით და თქვენც ჩაერთეთ ამაში, მოდით და ნაწილი იყავით ახალი საქართველოს შენობის, იმიტომ,რომ აქ დაყენებული მოთხოვნები არის სამართლიანი და სამართლიანობის უკან, როდესაც 2 ადამიანიც დგას, იცოდეთ, რომ ის სამართლიანობა ყოველთვის გაიმარჯვებს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა