ეკა გიგაური აქციის მონაწილეებს - იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც სურვილი აქვთ საქართველო წაიყვანონ რუსეთის მიმართულებით, დავანახეთ, რომ ეს არ გაუვათ

პირველი მნიშვნელოვანი მიღწევა, რაც ამ ერთი თვის განმავლობაში მივიღეთ, არის ის, რომ ჩვენ, აბსოლუტურად ყველას, იმ პოლიტიკოსებს ან სხვადასხვა ტიპის ჯგუფებს, რომლებსაც სურვილი აქვთ საქართველო წაიყვანონ რუსეთის მიმართულებით, დავანახეთ, რომ ეს მათ არ გაუვათ,- ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ეკა გიგაურმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმაზე, თუ რა შედეგებს მიაღწიეს აქციის მონაწილეებმა ერთთვიანი პროტესტის განმავლობაში.

"ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ, ყველა ერთად ვიყავით. ჩვენ, აქ გავერთიანდით სხვადასხვა მოსაზრებების ადამიანები,ზუსტად ამან გაგვაძლიერა. ამიტომ ეს მიღწევა ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, რომელიც ჩვენი გულშემატკივარია, რომელიც აქციებზე დადის და რა თქმა უნდა, იმ ხალხის, რომელიც აორგანიზებს ამ აქციებს. პირველი მნიშვნელოვანი მიღწევა, რაც ამ ერთი თვის განმავლობაში მივიღეთ, არის ის, რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველას, იმ პოლიტიკოსებს ან სხვადასხვა ტიპის ჯგუფებს, რომლებსაც სურვილი აქვთ საქართველო წაიყვანონ რუსეთის მიმართულებით, დავანახეთ, რომე ეს არ გაუვათ. საქართველოს საზოგადოებისთვის ეს არის მიუღებელი გზა, საქართველოს ერთადერთი სწორი არჩევანი არის ევროკავშირი და ნატო. თუკი ვინმე შეეცდება, რომ ჩვენი კურსი შეცვალოს, ისეთი წინააღმდეგობა შეხვდება მას, როგორიც დავანახეთ ერთი თვის განმავლობაში",- განაცხადა გიგაურმა.

მისი თქმით, პროტესტის შედეგად მიაღწიეს იმას, რომ თანამდებობიდან გადადგა პარლამენეტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

„მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს მოვთხოვეთ პასუხისმგებლობა აეღო იმაზე, რაც მოხდა პარლამენტში. ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ პარლამენტში რუსი დეპუტატის ადგილი არ არის. ამიტომ, ამ მიზნით გვქონდა მოთხოვნა, რომ შეცვლილიყო პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ ამას მივაღწიეთ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა",- განაცხადა გიგაურმა.

მისი თქმით, პროტესტის მესამე მიღწევა უკავშირდება პროპორციულ საარჩევნო სისტემას, რომელსაც მრავალი წელია ითხოვენ ოპოზიციური პარტიები იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაიზარდოს.

„ჩვენ ასევე მივაღწიეთ იმას, რომ დაიწყო გამოძიება. ვის გვაქვს იმის ილუზია, რომ იმ საკითხებზე, რაც ხდებოდა 20-21 ივნისის ღამეს, გამოძიება დაიწყებოდა საქართველოში. ამის ილუზია ხომ არავის გვქონდა, ხომ ვიცოდით, ეს არ მოხდებოდა, აქ რომ პროტესტი არ ყოფილიყო?! ამიტომ, ესეც მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც გვაქვს", - განაცხადა გიგაურმა.

მისივე თქმით, ახლა დარჩა ერთი მოთხოვნა - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო