სოფელ ხაშმში ახალი სასტუმრო „შატო ხაშმი“ გაიხსნა

კახეთში, სოფელ ხაშმში ახალი სასტუმრო „შატო ხაშმი“ გაიხსნა. როგორც „ინტერპრესსნიუსს“ „აწარმოე საქართევლოდან“ აცნობეს, სასტუმრო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა გახსნეს.

მათივე ცნობით, 11 ნომრიანი სასტუმრო, რომელშიც ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი განთავსდება, მიმზიდველი ადგილი იქნება როგორც უცხოელი, ისე შიდა ტურიტებისთვის. ამასთან, სასტუმროში “შატო ხაშმი“ ნებისმიერ დამსვენებელს საშუალება ექნება სასტუმროს მარანში, გაეცნოს ღვინის დაწურვის ტრადიციას და დააგემოვნოს ქართული ღვინო.

როგორც სასტუმროს გახსნის ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ეს სასტუმრო „ცნობილი ადგილწარმოშობის დასახელების ,,ხაშმის საფერავის'' პოპულარიზაციაში შეიტანს თავის წვლილს“.

„მცირე და საშუალო საწარმოები არის ქართული მეღვინეობის სიძლიერე. კიდევ ერთი, ძალიან კარგი მარანი გაიხსნა ხაშმში, რომელიც ცნობილი ადგილწარმოშობის დასახელების ,,ხაშმის საფერავის'' პოპულარიზაციაში შეიტანს თავის წვლილს. აქვე მოწყობილია ტურისტული ინფრასტრუქტურაც, რაც აგროტურიზმის განვითარების ხელშემწყობი და უშუალოდ ღვინის ტურიზმის მნიშვნელოვანი წილია“, -აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შპს „შატო ხაშმი“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 1 650 000 ლარს შეადგენს. პროექტის შედეგად, შეიქმნა 20 სამუშაო ადგილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს