21 ივლისს უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

21 ივლისს უკრაინის უმაღლესი რადას რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. არჩევნებში 22 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. არჩევნები შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ტარდება. დეპუტატების 450 ადგილიდან ნახევარს ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში ირჩევენ, მეორე ნახევარს მრავალმანდატიან ოლქში. ქვეყანაში დაახლოებით 31 მილიონი ამომრჩეველია. საარჩევნო უბნები დილის 8 საათიდან 20.00 საათამდე იქნება ღია.

ვადამდელი არჩევნები პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ თანამდებობის დაკავებისთანავე დანიშნა. იურიდიული საფუძველი კი ის გახდა, რომ 2016 წლიდან რადაში საპარლამენტო კოალიცია აღარ არსებობდა. ეს გადაწყვეტილება დეპუტატებმა გაასაჩივრეს, თუმცა ერთთვიანი განხილვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა კანონიერად მიიჩნია.

წინასწარი სოციოლოგიური გამოკითხვებით, 5 პროცენტიან ბარიერს ხუთი პოლიტიკური ძალა გადალახავს. ლიდერობს პრეზიდენტ ზელენსკის ახალშექმნილი პარტია „ხალხის მსახური“, რომელსაც პროპორციულ არჩევნებში ხმების 42-52%-ის აღების შანსი აქვს.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა