შოთა დიღმელაშვილი - არ მგონია, სექტემბრამდე გაწელონ გახარიას გადაყენების საკითხი, თუ არ შეისმინეს, ივანიშვილს „წითელ ბარათს“ ვაჩვენებთ

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, თუ სექტემბრამდე არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ, ისინი „წითელ ბარათს აჩვენებენ ბიძინა ივანიშვილს".

ამასთან, აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტის წინ "დაიწყონ მაუწყებლობა, რომელიც დიდი საქმეების დასაწყისი იქნება".

"გვინდა აქედან მაუწყებლობა დავიწყოთ. ასევე გადავწყვიტეთ გავაკეთოთ ხარჯების ოპტიმიზაცია. აქ დგომის ყოველი დღე რაღაც თანხებთანაა დაკავშირებული. ზაფხულში ამ თანხების უფრო რაციონალურად გამოყენება შეიძლება, ვიდრე ხალხმრავალი აქციების მოწყობა.ზაფხულია, ყველა რაიონში მიდის და ა.შ.მაგრამ აქ დგომას ვაგრძელებთ, ვიდრე გიორგი გახარია არ გადადგება. ამისთვის გვჭირდება, რომ ჩვენი ბრძოლა გადავიტანოთ ახალ დონეზე. ჩვენ აქედან ყოველდე, 20:00 საათზე გვექნება გადაცემა, რომელიც მიმოიხილავს დღის ამბებს, დაეფუძნება სიმართლეს. მეც ჟურნალისტი ვარ და ჩემი საქმით ვიქნები საქართველოს სამსახურში. ყოვლე დღე, ვიდრე გახარია არ გადადგება, აქცია გაგრძელდება", - განაცხადა დიღმელაშვილმა.

მისივე თქმით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება სექტემბერს ახალი ძალებით შეხვდებიან.

"არ მგონია ამ დრომდე გაწელონ ამ ტოქსიკური პოლიტიკოსის გადაყენების საკითხი, მაგრამ თუ ასე დაგვჭირდა, ჩვენ სექტემბერს ახალი მასშტაბით დავხვდებით. თუ მანამდე არ შეისმინეს, უკვე „წითელ ბარათს“ ვაჩვენებთ ბიძინა ივანიშვილს. თუ მათ არ გადადგეს ეს ნაბიჯი და არ დააკმაყოფილეს მესამე მოთხოვნა, ყოველი მომდევნო დღე იქნება ბრძოლა, რომ მაქსიმალური ზიანი მიადგეს მმართველ პარტიას და მათ მაინც გადაიხადონ პოლიტიკური ფასი. მათ გიორგი გახარიას გადაყენებით იაფად გამოსავლა შევთავაზეთ, მაგრამ თუ არა, მაშინ ჩვენი ყოველდღიურობის აზრი ის იქნება, რომ დაზარალდეს პარტია, მმართველობა,რომელიც იცავს ან არაკომპეტენტურობას, ან - დანაშაულს. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვა მისი ბრძანება იყო, თუ სხვისი, რა ხდება შიგნით არ გვაინტერესებს, ჩვენ ვართ აქ, ვიდრე გახარია არ გადადგება. თუ ამ პოლიტიკური ფასის გადახდაზე ხელისუფლება უარს ამბობს, ფასი გაცილებით დიდი იქნება", - განაცხადა დიღმელაშვილმა.

პარლამენტთან შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია 20 ივნისიდან იმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა