თინა ხიდაშელი - 2016 წლის არჩევნები, პირადად ჩემთვის, ადამიანურად, იყო ყველაზე მძიმე არჩევნები

2016 წლის არჩევნები, პირადად ჩემთვის, ადამიანურად, იყო ყველაზე მძიმე არჩევნები, რაც კი ოდესმე მქონია, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა გადაცემაში "7vs 1"-ის წინააღმდეგ სტუმრობისას განაცხადა.

მან პოლიტიკიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

„2016 წლის არჩევნები, პირადად ჩემთვის, ადამიანურად, იყო ყველაზე მძიმე არჩევნები, რაც კი ოდესმე მქონია. ეს იყო პრინციპულად განსხვავებული არჩევნები, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა ყველაზე მთავარი და ეს უნდა ვაღიარო, რომ ჩემთან მიმართებაში მოახერხა. შეხვედრებზე რომ დავდიოდი ზესტაფონში, თან, ალბათ, ესეც იყო, რომ თბილისში არ ვიყრიდი კენჭს და ეს იძლევა ხოლმე სხვაობას, ისეთი განცდა მქონდა, ადამიანები რომ მელაპარაკებოდნენ, ყველა მათგანი მელაპარაკებოდა, როგორც აი, მათ რომ ეგონათ, რაღაც სექსების ვიდეოს რომ უყურეს ტელევიზორში, ვითომ მეც რომ ვიყავი, რა თქმა უნდა, აბსოლუტური აბსურდი და კრეტინიზმი, მაგრამ ამ გადასახედიდან მელაპარაკებოდნენ და ემოციურად, ამან უბრალოდ გამანადგურა. როდესაც ათასობით ადამიანს შევხვდი და სულ ყველა შეხვედრაზე ერთი და იგივე ემოცია მქონდა და ერთი და იგივე ემოციით მოვდიოდი, რომ ადამიანები იქიდან მიყურებდნენ, რაღაც რომ უთხრეს და მოატყუეს. ამ სამთვიანმა საარჩევნო კამპანიის პროცესმა ჩემზე ნამდვილად იქონია გავლენა“, - განაცხადა ხიდაშელმა.

"ამან ემოციურად უბრალოდ გამანადგურა"

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა