ყაჩაღობის საქმეზე დაკავებისას, ორმა პირმა  „ქარვასლასთან“ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა

ყაჩაღობის საქმეზე დაკავებისას, ორმა პირმა სავაჭრო ცენტრ „ქარვასლასთან“ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ ორი პირი დააკავა. სავაჭრო ცენტრ "ქარვასლასთან" დაკავების დროს დამნაშავეებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“,- განაცხადეს შსს-ში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - არ მინდა დავიჯერო, რომ „ქართულ ოცნებას“ იგივე დაემართა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2019
რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი