ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი, რომელსაც გამოძიება თანხების მითვისებას ედავება, დეპუტატ ენზელ მკოიანს სექსუალურ შევიწროებასა და ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი ნარინე გინოსიანი, რომელსაც გამოძიება საბიუჯეტო თანხების მითვისებასა და გაფლანგვას ედავება საქართველოს პარლამენტის წევრს, დეპუტატ ენზელ მკოიანს სექსუალურ შევიწროებასა და ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნარინე გინოსიანის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ განუცხადა, გინოსიანის მიმართ ბრალდება სასაცილოა და აღნიშნულში დეპუტატის ინტერესები იკვეთება. ადვოკატი ირწმუნება, რომ გამოძიება და პროკურატურა პარლამენტის წევრს, ენზელ მკოიანს ხელს აფარებს.

„ჩვენ ამაზე არაერთხელ დავწერეთ განცხადება, ჩავაბარეთ გენერალურ პროკურატურასაც და საოლქო პროკურატურასაც. ვუთხარით, რომ არაერთგზის იყო ასეთი შემთხვევა, მკოიანი ნარინე გიონოსიანის პირად ინტიმურ ურთიერთობაზე დაყოლიებას ცდილობდა და როდესაც ქალბატონმა უარი განაცხადა, დეპუტატი მკოიანი დაემუქრა ანგარიშსწორებით და მას შემდეგ დაიწყო ეს პრობლემები. ამიტომ მოვითხოვეთ რეაგირება.

ჩვენ განცხადებით მივმართეთ მანამდე, სანამ გინოსიანის პასუხისმგებლობამდე მივიდოდა საქმე. როგორც კი გამოძიება დაიწყო, დავიკითხეთ და შესაბამისად, ამ ქალბატონმა ნარინემ აღიქვა მუქარის გაგრძელებად. დაკითხვის დროსვე დავწერეთ, რომ დეპუტატი ემუქრებოდა და მთელი ეს კამპანია იყო არა სამართლებრივი, არამედ ანგარიშსწორებითი. ეს პირველივე დაკითხვის დროს დავწერეთ. რეაგირება არ მოჰყვა, შემდეგ უკვე თუ არ ვცდები, 5 ივნისს შევიტანეთ განცხადება. რეაგირება რომ არ იყო, 19 ივნისსაც შევიტანეთ და არც წერილობითი პასუხი გვაღირსეს და არც რამე რეაგირება ყოფილა. პროკურატურას აქვს ვალდებულება, რომ როცა დანაშაულის ნიშნებზე უთითებს ადამიანი, უნდა მოახდინოს რეაგირება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ დამნაშავეს ხელს აფარებენ. არანაირი რეაგირება არ ყოფილა და სანაცვლოდ მივიღეთ პასუხისგებაში მიცემა“, - აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნარინე გინოსიანი და მისი ბუღალტერი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში 19 ივლისს მისცა. დირექტორსა და ბუღალტერს ბრალი სსკ–ს 182–ე მუხლით ედებათ, რაც მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს.

ნარინე გინოსიანის ადვოკატის თქმით, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა სავარაუდო დანაშაული 2017-2019 წლის პერიოდს უკავშირება. მისივე თქმით, ბრალდება სასაცილოა. ამასთან, ადვოკატის განცხადებით, სამართლებრივი პროცესები უნდა დაიწყოს ნინოწმინდის საკრებულოს მისამართითაც.

„ბრალდება არის სასაცილო. როდესაც თანამშრომლები სამსახურებიდან მიდიან და ხდებოდა მეორე თანამშრომლის მიღება, ჩვეულებრივად ამ თანამშრომლისთვის გამოყოფილი ხელფასის გადანაწილება ხდებოდა იმ თანამშრომლებისთვის, ვინც ასრულებდნენ მის მოვალეობას. ეს არის ბაღი და ერთი თანამშრომელი რომ წავიდეს შესაძლოა ბავშვებს ავნო, რადგან თუ არ შესრულდა ის საქმე მშიერი და მომარაგების გარეშე დატოვო ბავშვები.ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი ზედმეტი თანხა არ გამოყოფილა. რაც იყო ბაღებისთვის გათვალისწინებული, ზუსტად იმ თანხის გადათამაშება ხდებოდა იმ ადამიანებზე ვინც ასრულებდა უფლებამოსილებას.

არის კიდევ ერთი პრობლემა, მთელი საკრებულოა დასაჭერი. საკრებულომ ჩემს წერილზე ოფიციალური პასუხი მომწერა, რომ არანაირი ბაღების გაერთიანება იურიდიულად არ არსებობდა. ქალბატონი ნარინე გონოსიანი, რომელიც იყო ერთი ბაღის დირექტორი ასრულებდა 10 ბაღის დირექტორის უფლებამოსილებას. ბაღების გაერთიანება არ არსებობს, იურიდიული პასუხი მაქვს ჩავიბარე. სასაცილო ის იყო, რომ პროცესზე, როცა მივიტანე პროკურატურა იძახდა, რომ არ არსებობს გაერთიანება და ერთი ბაღის საფუძველზე ასრულებდა 10 ბაღის დირექტორის უფლებამოსილებას. ხელფასს ერთი დირექოტრისას იღებდა, ხოლო პასუხისმგებლობას 10-ის და ეს გრძელდება წლებია. ახლა მოადგნენ და ედავებიან. ყველაფერი შეამოწმეს და მეტი რომ აღარაფერი დარჩათ სამარცხვინოა ყველაფერი, რაც იქ წერია“,-აცხადებს ადვოკატი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს