საერთოდ არ ვარ დამნაშავე - ამის შესახებ დოლაბაურის ქუჩაზე 16 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულმა სამშენებლო კომპანიის დირექტორმა შიშუ პალ ბურდაკმა განაცხადა.
ბრალდებულმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, როგორ მოხვდნენ მუშები ობიექტზე, როცა მას არავითარი შეთანხმება არ ჰქონია სამუშაოების წარმოებაზე.
"მე არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია. არ ვიცი, როგორ შევიდნენ ისინი ობიექტზე. მე არავითარი ნებართვა არ მიმიცია დემონტაჟის", - განაცხადა ბრალდებულმა.
შეგახსენებთ, რომ დოლაბაურის ქუჩაზე ლიფტის დემონტაჟისას 16 წლის მუშა დაიღუპა.