შს განმარტავს, რატომ არ შემოუშვეს საქართველოში იულია სუსლიაკი

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ქართველმა სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტ „ვახტანგისის“ გავლით აზერბაიჯანში გააბრუნეს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

„სუსლიაკს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობდა, საზღვრის გადაკვეთისას უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, რაც არასაკმარისი ფინანსური სახსრების, სამოგზაურო დაზღვევის არქონას გულისხმობს და ასევე პირი არ იძლევა მგზავრობის მიზნის შესახებ ზუსტ ინფორმაციას.

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ქართველი სამართალდამცველების მიერ სასაზღვრო გამშვები პუნქი „ვახტანგისის“ გავლით გაბრუნებულ იქნა აზერბაიჯანის მიმართლებით“,-აცხადებენ შსს-ში.

იხილეთ ვიდეო:

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო