ილია მეორე - ღვთის მადლი არის დიდი ძალა, რომელიც აუცილებელია ყოველი ადამიანისათვის, ჩვენ ეს მადლი უნდა გვქონდეს გულში, სულში და გონებაში

ღვთის მადლი არის დიდი ძალა, რომელიც აუცილებელია ყოველი ადამიანისათვის, ჩვენ ეს მადლი უნდა გვქონდეს გულში, სულში და გონებაში, -ასე მიმართა მრევლის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

"ძალიან ხშირად ტაძარში ლოცვების დროს ისმის სიტყვები - "შეგვეწიენ", "გვაცხოვნენ", "შეგვიწყალენ" და "დაგვლოცენ ღმერთო ჩვენითა მადლითა". მახსენდება სემინარიაში და აკადემიაში სწავლის პერიოდი. ჩვენ რექტორი გვასწავლიდა, რომ როცა ტაძარში ხარ და ამ ლოცვას მოისმენ, აუცილებლად პირჯვარი უნდა დაიწერო, რათა ღვთისაგან გადმოსული მადლი შეგეხოს. ადამიანი ბოლომდე ვერ ახსნის, რა არის ეს, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ღვთისაგან გამოსულია. როცა ეკურთხება დიაკონი მღვდელი ან ეპისკოპოსი, იქ ამბობს პატრიაქი: მადლი ღვთისა უძლურთა მკურნალი, ნაკლულებათა აღმავსებელი - ესე იგი ჩვენ იძლურების მკურნალია მადლი ღვთისა და ნათლის აღმავსებელი. ეს არის დიდი ძალა რომელიც აუცილებელია ყოველი ადამიანისათვის. ჩვენ გულში უნდა გვქონდეს ეს მადლი, სულში უნდა გვქონდეს, გონებაში უნდა გვქონდეს. მე მახსენდება ერთი ებრაელი მოხუცებული კაცი, რომელიც ამბობდა: თუ შენ დაკარგე სიმდიდრე, შენ არაფერი არ დაგიკარგავს, თუ შენ დაკარგე ჯანმრთელობა, შეიძლება ცოცხალი დარჩე, მაგრამ იყო ავადმყოფი, მაგრამ თუ შენ დაკარგე მადლი ღვთისა, ყველაფერი დაკარგულია. ღმერთმა დაგვიფაროს და ღმერთმა ინებოს, რომ არ დავკარგოთ მადლი ღვთისა. დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით. ვინც მოიპოვებს მადლსა ღვთისასა, ის მოიპოვებს სიყვარულს, ის მოიპოვებს სიხარულს. ასე ერთმანეთზე დამოკიდებულია სულიერი ცხოვრება. დალოცვილი იყავით წყალობამ ღვთისა არ დაგტოვოთ თქვენ და და ქართველო", - მიმართა მრევლს პატრიარქმა ილია მეორემ.

იხილეთ ვიდეო:

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
"მემარცხენე ალიანსის" ლიდერი კახა ძაგანია - "ვხსნით ჩვენს პარტიას რეგისტრაციიდან და ვუერთდებით "პატრიოტთა ალიანსს"
ირმა ინაშვილი - ჩვენთან მიმართებაში გამოცხადებულია საინფორმაციო ბლოკადა
წინანდლის მამული რიგით მეორე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს
წინანდლის მუზეუმს შარლ დე გოლის წერილები გადაეცა