შსს-ს  სანაპირო დაცვამ საერთაშორისო სწავლებაში  Sea Breeze 2019 მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკრაინის ქალაქ ოდესაში ორკვირიან საერთაშორისო სწავლებაში Sea Breeze 2019 მიიღეს მონაწილეობა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სწავლებაში ამავე დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი "ოჩამჩირეც" (P23) მონაწილეობდა.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი იყო პარტნიორი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სწავლების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა ცოდნა აიმაღლეს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მოქმედებების მიმართულებით. წვრთნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 21 თანამშრომელი იყო ჩართული. 3 მათგანი ადმინისტრაციული შტაბიდან ხომალდებს შორის კოორდინირებას, ძალთა მართვასა და კონტროლს ახორციელებდა. ამერიკული მხარის მიერ 2018 წელს გადმოცემული სადარაჯო ხომალდი "ოჩამჩირე" წელს აღნიშნულ წვრთნებში პირველად ჩაერთო.

ყოველწლიური საერთაშორისო საზღვაო სწავლება "Sea Breeze 2019" ნატოს პროგრამის - „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის (USEUCOM) ორგანიზებით ჩატარდა.

"SEA BREEZE" უკრაინაში 1997 წლიდან იმართება. წელს სწავლებაში ალიანსის წევრი და 19 პარტნიორი ქვეყნის 3 ათასზე მეტი მოსამსახურე, 32 მცურავი საშუალება და 24 საფრენი აპარატი მონაწილეობდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი სწავლებაში 2009 წლიდან მონაწილეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა