16 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული სამშენებლო კომპანიის დირექტორის ადვოკატი - სასამართლო საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის ქვეშაა

დოლაბაურის ქუჩაზე 16 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული სამშენებლო კომპანიის დირექტორის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. როგორც ბრალდებულ შიშუ პალ ბურდაკის ადვოკატმა ბაჩუკი ქირიამ ჟურნალიტებს განუცხადა, სასამართლო საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის ქვეშაა და ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბურდაკი პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატის თქმით ბოლო კვირების განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლომ არაერთ გახმაურებულ საქმეზე გამოიყენა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, მათ შორის მძიმე კატეკორიის დანაშაულების საქმეებზე.

"ბოლო კვირების განმავლობაში ამ სასამართლოს არაერთ გახმაურებულ საქმეზე არ გამოუყენებია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, მათ შორის მძიმე კატეგორიის დანაშაულების საქმეებზე. მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთან, რომელზეც ჯერ კიდევ არაა დადასტურებული, მიუძღვის თუ არა მასში რაიმე ბრალი შიშუ პალს. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, რა თქმა უნდა. აშკარაა, რომ სასამართლო ამ ეტაპზე იმყოფება საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის ქვეშ. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ", - განაცხადა ბაჩუკი ქირიამ.

მისივე თქმით, გარდაცვლილი მუშა, იმ კომპანიის დაქირავებული არ ყოფილა, რომელსაც შიშუ პალ ბურდაკი ხელმძღვანელობს და მუშებს ობიექტზე შესვლისა და დემონტაჟის დაწყების უფლებაც არ ჰქონდათ.

"4 კაცის შესვლაზე ერთი ადამიანი იყო პასუხისმგებელი, რომელმაც დირექტორთან ნაცნობობით, ნებართვის გარეშე, ობიექტის დაცვის მოტყუებისა და დაცვის სისტემების გვერდის ავლით, ობიექტზე შეიყვანა ის ხალხი, რომელთა შეყვანის უფლება მას არ ჰქონდა. შიშუ პალ ბურდაკი არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე, არც ქალაქში არ იმყოფებოდა და სწორედ ამით ისარგებლა შუბითიძემ, როდესაც ნებართვის გარეშე შეიყვანა გარკვეული ჯგუფი ობიექტზე", - აღნიშნა ბაჩუკი ქირიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა