პროკურორმა  განმარტა, რატომ მოითხოვა პატიმრობის შეფარდება  16 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულისთვის

პროკურორის განმარტებით დოლაბაურის ქუჩაზე 16 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული სამშენებლო კომპანიის დირექტორისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, ბრალდების მხარე არაერთი საფრთხით ასაბუთებდა. როგორც პროკურორმა ირაკლი ქარდავამ განმარტა არსებობდა როგორც მიმალვის, ასევე მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მხედველობაში მიიღო.

„ბრალდებულს ბრალი ედება იმაში, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბარლდების მხარემ საკუთარი შუამდგომლობა დაასაბუთა იმით, რომ არსებობდა როგორც მიმალვის, ასევე მტკიცებულებების განადგურების და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები. შესაბამისად სასამართლომ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ბრალდებულის მიმართ განოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა“, - განაცხადა პროკურორმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა