ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, თუ ბორის ჯონსონი პრემიერი გახდება, ის თანამდებობას დატოვებს

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი ფილიპ ჰამონდი აცხადებს, რომ მომავალ კვირას დატოვებს თანამდებობას, თუ ბორის ჯონსონი პრემიერიგახდება.

„მე არ ვაპირებ, რომ მომხსნან თანამდებობიდან, ამიტომაც ვაპირებ, მე თვითონ გადავდგე, ვიდრე ეს მოხდება“, - განაცხადა ჰამონდმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ბორის ჯონსონი პრემიერი გახდება, იგი ევროკავშირისგან მიიღებს შეთვაზებას, რომ ბრექსითი 31 ოქტომბრამდე შეთანხმების გარეშე განხორციელდეს.

„ეს არ არის ის, რასაც მე ხელს მოვაწერ“, - განაცხადა ფილიპ ჰამონდმა.

წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ბრიტანეთის მომდევნო პრემიერი ბორის ჯონსონი გახდება. მეორე კანდიდატს საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი წარმოადგენს.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა