პორტუგალიაში მასშტაბური ხანძარია

პორტუგალიის ცენტრალურ რეგიონში ასობით მეხანძრე ტყის ხანძარს ებრძვის. ხანძარი მთიან რეგიონში კაშტელუ-ბრანკუში მძვინვარებს, ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფლის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

სტიქიის შედეგად სერიოზულად დაშავდა ერთი მოქალაქე და შვიდი მეხანძრე. მოსახლეობის ნაწილი საცხოვრებელ სახლებს ტოვებს. ცეცხლის ჩაქრობას ვერტმფრენებით და სახანძრო თვითმფრინავებითაც ცდილობენ. ცეცხლი შაბათს საღამოს გაჩნდა, მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში ქარი უშლის ხელს. ხანძრის გამო გადაკეტილია რამდენიმე მაგისტრალი.

იხილეთ ვიდეო:

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს