ადვოკატის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქართველი მესაზღვრეები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე იულია სუსლიაკის დოკუმენტაციას ამოწმებენ

იულია სუსლიაკის ადვოკატის ზურაბ თოდუას ინფორმაციით, ამ დროისთვის ქართველი მესაზღვრეები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე სუსლიაკის დოკუმენტაციას ამოწმებენ. როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უკვე ერთი საათია, რაც საზღვარზე საპასპორტო კონტროლი მიმდინარეობს და მისთვის გაუგებარია, რა მიზეზით ხდება მისი დაცვის ქვეშ მყოფის შეყოვნება.

„საქართველოს პატივცემული მესაზღვრეები ცდილობენ, რომ ჯერ მე შემომატარონ საქართველოში და შემდეგ იულიას მიხედონ, მაგრამ მე ცოცხალი თავით არ გავდივარ, სანამ ქალბატონს არ გაატარებენ. მისი პასპორტისა და დოკუმენტების შემოწმება უკვე ერთი საათია მიმდინარეობს და არ ვიცით მიზეზები, რატომ აყოვნებენ ამდენ ხანს.მოვიკითხე, თუ რაშია საქმე, ამდენი ხანი რატომ არ ატარებენ და მითხრეს, რომ მას საქართველოში საცხოვრებელი არ აქვსო. ვუთხარი, რომ ჩემს საცხოვრებელ მისამართზე იცხოვრებს. ნახეს რეესტრი, რომ ნამდვილად მერიცხება საცხოვრებელი ფართი. ფული რომ არ აქვსო?-ვუთხარი რომ ჩემს ხარჯზე იცხოვრებდა. ახლა კიდევ რას მოიფიქრებენ არ ვიცი“, -აცხადებს სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა