იულია სუსლიაკს  საქართველოში შემოსვლაზე კვლავ უარი უთხრეს

იულია სუსლიაკს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე კვლავ უარი უთხრეს. როგორც,სუსლიაკის ადვოკატმა ზურა თოდუამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მას დადგენილება წარუდგინეს, სადაც საუბარია იმაზე, რომ იულია სუსლიაკი საქართველოს უსაფრთხოებას და მართლწესრიგს ხელს უშლის, ამიტომ მისი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა იკრძალება.

როგორც ზურა თოდუამ განაცხადა ის ხვალ დაგეგმილ ბრიგინგზე დეტალურად ისაუბრებს მომხდარზე.

“მე უკვე წამოვედი საზღვრიდან, იულია სუსლიაკი საბოლოოდ არ შემოუშვეს საქართველოში. მიიღეს დადგენილება, რომ თურმე იულია სუსლიაკი საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას და მართლწესრიგს. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, ხვალ 13:00 საათზე მექნება ბრიფინგი და ვილაპარაკებ ყველაფერზე“, -განაცხადა ადვოკატმა.

იულისა სუსლიაკი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე იმყოფებოდა. ის აზერბაიჯანში მიაბრუნეს.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა