პარლამენტის წინ აქცია განახლდა

პარლამენტის წინ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია განახლდა. აქციის 32-ე დღეს ორგანიზატორები შეკრებილებს ტრადიციულად სიტყვით მიმართავენ. პარალელურად, ე.წ ფლი მარკეტი გაიმართება, რომელზეც 40-მდე სტარტაპერი გასაყიდად თავის პროდუქციას წარმოადგენს, ამასთან სტარტაპერები რეალიზაციიდან შემოსული თანხის 20%-ს აქციების ორგანიზებისათვის გამოყოფილ ანგარიშზე ნებაყოფლობით ჩარიცხავენ.

აქციის ორგანიზატორების განმარტებით, იგეგმება ყოველდღიური გადაცემაც, რომლის ტრანსლაციაც 20:00-დან 22:00 საათამდე აქციის ფეისბუქგვერდთან ერთად, სხვადასხვა ონლაინმედია საიტზეც განხორციელდება. მათივე განცხადებით, ისინი გააგრძელებენ პროტესტს განსხვავებული ფორმებით მანამდე, სანამ მათი მთავარი მოთხოვნა - გიორგი გახარიას გადადგომა არ დაკმაყოფილდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა