გია ვოლსკი „რუსთავი 2“-ზე - არ მაინტერესებს, იქ ხალვაში იქნება ხელმძღვანელი, სააკაშვილი თუ ყარამანაშვილი

მე რას ვფიქრობ ერთია, მთავარია რას ფიქრობს მფლობელი და რას ფიქრობს დირექცია. მე არ მაინტერესებს, იქ ხალვაში იქნება ხელმძღვანელი, სააკაშვილი თუ ყარამანაშვილი,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს "რუსთავი2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განუცხადა.

ვოლსკის თქმით, ტელეკომპანია უნდა იყოს მკვეთრი და არა ხელისუფლებისთვის მოსახერხებელი მედიასაშუალება.

"მე გუშინ ჩემ თავზე ისეთი ტყუილი და ჭორი მოვისმინე, რომ ასეთი არ მომისმენია. "რუსთავი 2" არსებობდა და ამას ჩვენთვის ხელი არასდროს შეუშლია არჩევნებში გამარჯვებისთვის და იარსებებს ალბათ. იმედია, სარედაქციო თავისუფლებას და ცრუ ბრალდებებს ერთმანეთში არ აურევს. მე რას ვფიქრობ ერთია, მთავარია რას ფიქრობს მფლობელი და რას ფიქრობს დირექცია. მე არ მაინტერესებს, ხალვაში იქნება სააკაშვილი თუ ყარამანაშვილი იქ ხელმძღვანელი. ერთია, რომ ისეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება, როგორიც ჩემ თავზე და კოლეგებზე მოვისმინე, არ მგონია სარედაქციო თავისუფლება. ვფიქრობ, რომ ეს ბულინგია - თითქოს რაღაცა შავ ფულს, კიდევ დამატებით ხელფასს ვიღებ. ჩემს თავზე არ არის, ვფიქრობ, რომ "რუსთავი 2" უნდა იყოს ყოველთვის მკვეთრი, პრინციპული, შემტევი და არასდროს უნდა იყოს ორიენტირებული, რომ სახელისუფლებო რგოლისთვის მოსახერხებელი მედიასაშუალება იყოს. ეს არის მთავარი",-აცხადებს ვოლსკი.

მისივე თქმით, ტელეკომპანია ხალვაშისთვის არავის გადაუცია და აღნიშნული პროცესები დიდი ხნის სასამართლო დავის საგანი იყო და დაადასტურა სტრასბურგის ავტორიტეტულმა სასამართლომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო