პარლამენტთან აქციის 32-ე დღე დასრულდა

პარლამენტის წინ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციის 32-ე დღე დასრულდა. სიტყვით გამოსვლების პარალელურად, დღეს „ფლი მარკეტი“ გაიმართა, რომელზეც 40-მდე სტარტაპერმა ხელნაკეთი ნივთები და ანტისაოკუპაციო აქსესუარები წარმოადგინა. გაყიდვიდან შემოსული თანხის 20% აქციის საორგანიზაციო ფონდის ანგარიშზე ჩაირიცხება.

აქციის ორგინიზატორების განცხადებით ხვალიდან იგეგმება ყოველდღიური გადაცემაც, რომელიც საზოგადოებრივ პრობლემებს დაეთმობა.

გადაცემის ტრანსლაცია 20:00-დან 22:00 საათამდე აქციის ფეისბუქგვერდთან ერთად, სხვადასხვა ონლაინმედია საიტზეც განხორციელდება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს