დღეს იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის სამ კანდიდატს გაესაუბრებიან, მათ შორის გენპროკურორის მოადგილეს მამუკა ვასაძეს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. 22 ივლისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებას გაივლის სამი კანდიდატი: საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, მასთან გასაუბრების პროცესი 10:30 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლე მაია ვაჩაძე, მასთან გასაუბრება 14:00 საათზე ჩაინიშნა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ზამბახიძე, რომელთანაც გასაუბრება 17:00 საათზეა ჩანიშნული.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 23 ივლისსაც გაგრძელდება. საბჭო წევრები შემდეგ სამ კანდიდატს გაესაუბრებიან: საქართველოს გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს, რომელთანაც გასაუბრება 10:00 საათზე ჩაინიშნა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეს. მასთან გასაუბრება 14:00 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატ გიორგი თევდორაშვილთან გასაუბრება 17:00 საათზე ჩაინიშნა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების პროცესი უკვე გაიარა 9 კანდიდატმა, ესენი არიან : ზურაბ აზნაურაშვილი, თამარ ალანია, დიანა ბერეკაშვილი, თამარ ბურჯანაძე, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, გრიგოლ გიორგაძე, გიორგი გოგიაშვილი, მირანდა ერემაძე.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან ე.წ. გრძელი სია შეადგინა, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს