ჰონგ-კონგში ხელკეტებით შეიარაღებული ათობით მამაკაცი რკინიგზის სადგურზე მგზავრებს დაესხა თავს

ჰონგ-კონგში ათობით ნიღბიანი მამაკაცი, რომლებიც ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული, სარკინიგზო სადგურზე შეიჭრა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ესხმოდნენ თავს პლატფორმაზე მდგარ ადამიანებს და მატარებლებში მყოფ მგზავრებს თავდამსხმელები, რომელთაც თეთრი მაისურები ეცვათ.

შედეგად 45 ადამიანი დაშავდა. მათგან 1 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.

თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ჰონგ-კონგის ცენტრში დემოკრატიის მხარმდაჭერი აქცია გაიმართა, აქციის დასაშლელად კი პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იყვნენ რკინიგზის სადგურზე განხორციელებული თავდასხმის მონაწილეები, თუმცა, ისინი თავს დაესხნენ იმ ადამიანებს, რომლებიც აქციიდან სახლში ბრუნდებოდნენ.

იხილეთ ვიდეო: სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ დაესხნენ ხელკეტებით შეიარაღებული მამაკაცები სადგურზე მყოფ ადამიანებს - კოშმარული კადრები ჰონგ-კონგიდან

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს