„საგურამო - ქუთაისის“ მაგისტრალურ გაზსადენზე სამუშაოები განხორციელდება

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია „გორი-ქარელის“ DN 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის ახლად აშენებული, “ფცა-ჩორჩანას“ 17 კმ-იანი მონაკვეთის მოქმედ „საგურამო-ქუთაისის“ DN 700 მმ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების შესრულების გამო, 23 ივლისს, 06:00 საათიდან 12:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება: ხაშურს და სოფლების: ხცისის, გომის, აგარების, ალის, ახალსოფლის, ვაყას, გოძისხილისყურის, სატივეს, დიდი სატივეს, პატარა სატივეს, პატარა ახალისოფლის, ოსიაურის, სურამის, ტაშისკარის, ქვიშხეთის, ბულბულისციხის, ცხრამუხისა და ტეზერის მოსახლეობას, აგრეთვე ოსიაურის სამხედრო ბაზას.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა