იულია სუსლიაკი - მიზეზი, რის გამოც საქართველოში შემოსვლაზე უარი მითხრეს ის იყო, თითქოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოვადგენ

ამ ეტაპზე ჩემს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ვემზადებით, - ამის შესახებ იულია სუსლიაკმა განაცხადა.

სუსლიაკის თქმით, მისი ადვოკატები ბრიფინგს გამართავენ, სადაც საქმის დეტალებზე ისაუბრებენ.

“ოფიციალური მიზეზი, რის გამოც საქართველოში შემოსვლაზე უარი მითხრეს იყო ის, რომ თითქოს მე საფრთხეს წარმოვადგენ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. თავდაპირველად სამართალდამცველებმა მითხრეს, რომ მე არ მაქვს საქართველოს საზღვრის გადაკვეთისთვის ყველა საჭირო დოკუმენტი, მოგვიანებით კი უკვე სიტყვიერად განმიმარტეს, რომ საქართველოსთვის საფრთხეს წარმოვადგენ. ამ ეტაპზე ჩემს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ვემზადებით, ჩემი ადვოკატები ოფიციალურ ბრიფინგს გამართავენ, სადაც საქმის დეტალებზე ისაუბრებენ. ცუდი არაფერი გამიკეთებია და მზად ვარ, საჯაროდ დავიცვა საკუთარი სიმართლე, თუმცა პირდად მე საქართველოში ამის გაკეთების საშუალება არ მომცეს, ამიტომ ადვოკატებისა და ყველა იმ ადამიანის იმედი მაქვს ვინც გვერდში დამიდგა“,- აცხადებს სუსლიაკი „რუსთავი2“-თან საუბარში.

ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ იულია სუსლიაკს საქართველომ გარანტირებული გადაადგილების უფლება წაართვა.

„საქართველომ მას წაართვა გარანტირებული გადაადგილების უფლება, ყველა კონვენციით და ყველა შიდასახელმწიფოებრივი ნორმით და საქართველოს კონსტიტუციით, ვაპირებთ გავასაჩივროთ და მას ჰქონდეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა საქართველოში“,- განაცხადა თოდუამ.

ცნობისთვის, იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი 19 ივლისს გაათავისუფლეს.

იულია სუსლიაკს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე გუშინ უარი უთხრეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს