რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 თვის ბიუჯეტი გადაჭარბებით აითვისა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმის 6 თვის ათვისება 100 პროცენტზე მეტია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, 1 ივლისის მდგომარეობით, ბიუჯეტის სახსრების საკასო შესრულება დაახლოებით 429,2 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 163,7 ლარით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემს, ხოლო დონორულ (კრედიტი და გრანტი ერთად) დაფინანსებასთან მიმართებაში ათვისებულია 244,2 მილიონი ლარი, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 19,2 მილიონი ლარით აღემატება.

მათივე ინფორმაციით, მთლიანობაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, 6 თვის განმავლობაში, მოხმარდა 673 მილიონი ლარი.

სამინისტროს ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამინისტრომ დაახლოებით 183 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსის ათვისება მოახერხა, რაც სამინისტროს არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა ყველაზე მსხვილბიუჯეტიანმა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 6 თვის დამტკიცებულ გეგმას 7%-ით, ხოლო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 15%-ით გადააჭარბა.

1 ივლისის მდგომარეობით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 270 მილიონი ლარი. ტენდერი უკვე გამოცხადებულია 651 პროექტზე, აქედან კი ხელშეკრულება გაფორმებულია დაახლოებით 236 მილიონ ლარის ღირებულების 563 პროექტზე, ხოლო საკასო შესრულება დაახლოებით 61 მილიონი ლარია“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა