უკრაინაში საქართველოს ელჩად სავარაუდოდ, თეიმურაზ შარაშენიძე ინიშნება

უკრაინაში საქართველოს ელჩად სავარაუდოდ, თეიმურაზ შარაშენიძე ინიშნება. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, შარაშენიძის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ინფორმაციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ და მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ „მიმდინარეობს შესაბამისი კანდიდატის შერჩევის პროცესი, რომლის დასრულების შემდეგაც საზოგადოებას გააცნობენ ახალი ელჩის ვინაობას“.

შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ შარაშენიძეს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის ის აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანამდებობასაც იკავებდა.

რაც შეეხება უკრაინაში საქართველოს ყოფილ ელჩს გელა დუმბაძეს, ის რამდენიმე კვირის წინ გათავისუფლდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, დუმბაძე საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას.

იხილეთ ვიდეო

ვიტალი ბალა - დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნის
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2019
თემურ გოჩიტაშვილი - TANAP-ის ამოქმედების შედეგად საქართველო საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა
ბექა ინჯია - მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არბიტრაჟისა და მედიაციის ინტიტუტების სტანდარტები საქართველოში მსხვილ ინვესტორთა მოთხოვნებს პასუხობდეს
ქართული USB კაბელი ტენე, მალე მეორადი ნარჩენებისგან დამზადდება