ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნაზე, რომელიც „რუსთავი 2“-ში ქიბარ ხალვაშის წილების დაყადაღებას ეხება, სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნაზე, რომელიც შპს „პანორამას“ და „რუსთავი 2“-ის ქონებაში ქიბარ ხალვაშის წილების დაყადაღებას ეხება, სასამართლო განჩინებას დღეს მიიღებს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოქრუაშვილის ადვოკატმა, გიორგი ზედელაშვილმა განუცხადა.

შპს „პანორამას“ და ქიბარ ხალვაშის წილების დაყადაღებასთან დაკავშირებით, სასამართლოს ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა რამდენიმე დღის წინ მიმართა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის, 2010 წელს გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის მხოლოდ ფორმალური მმართველი იყო. ზედელაშვილის განმარტებითვე, ეს ექსპერტიზის სამმა დასკვნამაც დაადასტურა.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს