ირანის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის სანაცვლოდ თანხის მოტყუებით აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

„დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა ირანის მოქალაქეს, შევიდა მასთან ნდობაში და დაარწმუნა, რომ სანაცნობო წრის მეშვეობით, შეეძლო დახმარებოდა მას საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის და პასპორტის ოფიციალურად მიღებაში, რაშიც მოითხოვა 7 000 აშშ დოლარი. ბრალდებული დაკავებული იქნა მოთხოვნილი თანხის ნაწილის 440 ლარის აღების ფაქტზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: საგამოძიებო სამსახურმა სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა