ლევან იზორია - რაც არ უნდა ემოციური იყოს ჩვენთვის რუსეთის განცხადებები, აუცილებელია სტრატეგიული ამოცანების საღი და ცივი გონებით განხორციელება

რაც არ უნდა ემოციური იყოს ჩვენთვის რუსეთის მხრიდან განცხადებები, აუცილებელია, საღი და ცივი გონებით იმ მთავარი სტრატეგიული ამოცანების განხორციელება, რაც ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენი მოსახლეობის არჩევანით დაისახა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც იზორიამ აღნიშნა, მმართველი გუნდის პოლიტიკის ნაწილი რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებაა.

"რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკის ნაწილია ის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში. მათ შორის, მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2019 ამ პოლიტიკის ნაწილია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, თუ რა განცხადებებს ვისმენთ, რაც არ უნდა ემოციური იყოს ჩვენთვის ეს განცხადებები, აუცილებელია, საღი და ცივი გონებით იმ მთავარი სტრატეგიული ამოცანების განხორციელება, რაც ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენი მოსახლეობის არჩევანით დაისახა და პრიორიტეტულია სწორედ ჩვენი ხელისუფლებისთვის. ამიტომ, ამ პოლიტიკას, მიუხედავად ცალკეული განცხადებებისა, ჩვენ ცალსახად მომავალშიც გავაგრძელებთ",- განაცხადა იზორიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა