მოსამართლე ირაკლი შენგელია ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს - ყველაფერს კადრულობთ, რაღაც ზღვარი ხომ არსებობს?

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები უპასუხისმგებლოს უწოდებენ საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საბჭოს მოსამართლე წევრების მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის დასმული კითხვებით ნათლად ჩანს, თუ "ვისთან არიან წინასწარ შეთანხმებულები საბჭოს წევრები". როგორც მოსამართლე წევრმა ირაკლი შენგელიამ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დაწყებამდე განაცხადა, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს.

„ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება. ფაქტობრივად, ცდილობთ ჩრდილი მიაყენოთ ამ პროცესს, იმდენად ხართ ამ სურვილით შეპყრობილი, რომ ყველაფერს კადრულობთ. რაღაც ზღვარი ხომ არსებობს, ეს როგორ უნდა იკადროთ, ვისთან ვართ შეთანხმებული, რა კითხვებს ვსვამთ?! ჩვენ რა სირთულის კითხვებს ვსვამთ, იმის მეასედს ვერ სვამთ თქვენ. ყველაფრის თქმა ხომ არ შეიძლება, მაგრამ დაკვეთა გაქვთ, ისეთი მითითებები გაქვთ მოცემული, რომ ამგვარი, რამ უნდა იძახოთ", - განაცხადა შენგელიამ.

საბჭოს მოსამართლე წევრის რევაზ ნადარაიას განცხადებით კი, საზოგადოება გააკეთებს საბოლოო ჯამში დასკვნას, პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

"პროცესის დაწყების დღიდან, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ცდილობენ ამ პროცესის მაქსიმალურ დისკრედიტაციას. მადლობას ვუხდი „ოდირის“ წარმომადგენლებს, დამკვირვებლებს, რომ ამ პროცესით დაინტრესებულები არიან. დოლიძეზე და ჯანეზაშვილზე ბევრად უკეთესი იურისტებიც გვესწრებიან და ისინი აკეთებენ დასკვნას", - განაცხადა ნადარაიამ.

არამოსამართლე წევრებს ანა დოლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს "ჭკუის მოხმობისკენ" მოუწოდა საბჭოს მოსამართლე წევრმა ირაკლი ბონდარენკომ.

"ასეთი ჭორაობა და საზოგადოებასთან ასეთი ურთიერთობა მართლაც გვაჩვენებს რა პასუხისმგებლობით ეკიდებიან ეს ადამიანები ამ მნიშვნელოვან პროცესს. არ შეიძლება შენს ხალხს ჭორაობის ენით ესაუბრებოდე. ცოტა მეტად მოუხმონ ჭკუას და ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ პროცესს", - განაცხადა ირაკლი ბონდარენკომ.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს