გენპროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე - პრაქტიკულმა უნარ-ჩვევებმა, რაც კარიერული ზრდის პროცესში მივიღე, შესაძლებლობა მომცა თავი  წარმომედგინა მოსამართლეობის კანდიდატად

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე გასაუბრებას გადის. როგორც მან საბჭოს სხდომაზე გასაუბრების დროს განაცხადა, მისი პროფესიული გამოცდილება აძლევს იმის საფუძველს, რომ პრეტენზია გამოეთქვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურაზე.

"რაც შეეხება მოტივაციას, ჩემი გამოცდილება, დაწყებული რიგითი გამომძიებლიდან და გაგრძელებული დღევანდელ პოზიციამდე, ასევე იმ პრაქტიკულმა უნარ-ჩვევებმა, რაც ამ კარიერული ზრდის პროცესში მივიღე, ამ ყველაფერმა მომცა იმის შესაძლებლობა, სურვილი და მოტივაციაც, რომ წარმომედგინა თავი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად",- განაცხადა მამუკა ვასაძემ.

მამუკა ვასაძეს ჩაბარებული აქვს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა 2006 წელს, ასევე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა 2004 წელს. 2018 წლის ივნისიდან 2018 ივლისის პერიოდში იყო მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი. 2018 წლის დეკემბრიდან არის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან ე.წ. გრძელი სია შეადგინა, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს