ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სადგურ სვირის გაზიფიცირება იწყება

სადგურ სვირის გაზიფიცირება იწყება. სახელმწიფოს დაფინანსებით, სოფელში 11 კმ- იანი გაზსადენის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შემდეგ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დამატებით 150 აბონენტი მიიღებს ბუნებრივ აირს.

გაზიფიცირების პროექტთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, მოადგილე დავით მაღრაძე, მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ.

„გაზიფიცირების მიმრთულებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება. გარდა სადგური სვირისა, გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება რკვიაში, მარტოთუბანში, სანახშირეში. პროექტის ფარგლებში 600 აბონენტი მიიღებს ბუნებრივ აირს. პროექტი არსებობს და გამოცხადდება ტენდერი ტაბაკინის, კლდეეთის და თვრინის გაზიფიცირებაზე“, - განაცხადა ზესტაფონის მერმა სადგურ სვირში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა