„გრინვეიმ“ თბილისში, ტექნიკური ინსპექტირების 5 ცენტრში უფასო ელექტრომობილების დამტენები განათავსა

კომპანია „გრინვეიმ“ საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თბილისში მდებარე ხუთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ადგილი გამოყო და სრულიად უსასყიდლოდ განათავსა ელექტრომობილების დამტენები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „გრინვეი საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება კომპანია „ისფეისის“ და „მ2“ თანამშრომლობით, რომლის მიზანია შექმნან უკეთესი ეკოლოგიური გარემო და ხელი შეუწყონ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას ქვეყანაში.

„გრინვეი“ ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში, კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ფლობს 26 სერვის ცენტრს, აქედან 10 ცენტრი მდებარეობს თბილისში, ხოლო 16 საქართველოს რეგიონებში.

„დღეიდან ელექტრომობილების უფასო დამტენები ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის თბილისში მდებარე გრინვეის ხუთ სერვის ცენტრში, კონკრეტულად კი - გლდანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, დავით აღმაშენებლის ხეივანში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ და დიღომში, ნოდარ ბოხუას ქუჩაზე მდებარე სერვის ცენტრებში. მხარეებს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და ელექტრომობილების დამტენები გრინვეის რეგიონულ სერვის ცენტრებშიც განთავსდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ყველაზე უფრო საგულისხმოა, აშშ-ს ახლად დანიშნული ელჩის დუმილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონი ყოყმანობს, რომელ პოლიტიკურ ძალაზე დადოს ფსონი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2020
ხათუნა ბურკაძე - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დასაჩქარებელი და ბუქარესტის სამიტის თითქმის 12-წლიანი დაპირებები შესასრულებელია
ირაკლი გურჩიანი - ყოველი დღე განვითარების ახალი შესაძლებლობაა და ამის დასტური „ტოიოტას“ უახლესი მოდელებია
უპრეცედენტო შეთავაზება "სილქნეტისგან" - ახალი აბონენტები ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალურ პაკეტებს სპეციალურ ფასად გაიაქტიურებენ