ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის საბჭოს წევრის ლევან გზირიშვილის შვილს, სავარაუდოდ, მოსამართლეობისთვის ამზადებენ და ამაში მას მამა ეხმარება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის შვილს "სავარაუდოდ, მოსამართლეობისთვის ამზადებენ და ამაში შვილს მამა ეხმარება".

როგორც ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ლევან გზირიშვილის შვილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობს.

"მინდა განვაცხადო ლევან გზირიშვილთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე, რომ მისი შვილი მონაწილეობს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსში. როგორც ჩანს, გზირიშვილის ვაჟს ამზადებენ იმისთვის, რომ გახდეს მოსამართლე. მან გასულ წელს ვერ ჩააბარა გამოცდა. წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა და უკვე შემოიტანა განაცხადი მსნელად იმისათვის, რომ სკოლაში ჩაირიცხოს. სკოლაში ჩარიცხვა არის სავალდებულო კომპონენტი, რომ ადამიანი გახდეს მოსამართლე. ამ შემთხვევაში, ცხადზე ცხადია, რომ საბჭოს წევრი არ ერიდება, რომ როცა საბჭო წევრია იმ ვადაშივე მისი შვილი კონკურსში იღებს მონაწილეობას. ჩნდება ეჭვები, რომ შეიძლება იყოს ორმხრივი ინტერესი, გარიგება, როდესაც შესაძლოა, ლევან გზირიშვილმა მხარი დაუჭირს იმ კანდიდატურებს, რომელსაც წარმოადგენს იუსტიციის საბჭოს უმრავლესობა და პირიქით, უმრავლესობამ მხრი დაუჭიროს ლევან გზირიშვილის შვილს, იმისათვის, რომ გახდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი და შემდეგ უკვე მოსამართლე. ჩემი აზრით, ამ ადამიანს ამზადებენ მოსამართელობისთვის და როგორც ჩანს, მამა ამაში ეხმარება",- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა