საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე კახეთის რეგიონს ეწვია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო 12 მაისს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემაში. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 2019 წლის 12 მაისს ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებული 1272 ოჯახისა და 5000-ზე მეტ ადამიანისთვის კახეთის მუნიციპალიტეტებს ( ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი) საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჰუმანტარული ტვირთი გადასცა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედრაციის მხარდაჭერით.

ხანგრძლივი წვიმის შედეგად დაიტბორა ეზოები და სარდაფები, გარდა ამისა, განადგურდა ინფრასტრუქტურა.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ სწრაფი რეაგირება მოახდინა რესურსების მობილიზების, კატასტროფების შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად.

ღონისძიებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აგრეთვე აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებმა.

ასევე, 18 ივლისს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ და ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, დაზიანდა რვა საცხოვრებელი სახლის სახურავი. ხუთი სახლი მთლიანად სახურავის გარეშეა დარჩენილი, სამი ნაწილობრივად დაზიანდა, არსებულ კორპუსებში 200-მდე ადამიანი ცხოვრობს. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეები, ფსიქოსოციალური, პირველი დახმარებისა და კატასტროფების მართვის გუნდები სტიქიის დადგომისთანავე მობილიზებულნი იყვნენ ყველა შესაბამისი აღჭურვილობით.

„18 ივლისს, ძლიერმა ქარმა ამბროლაურში ხუთ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. უშუქოდ თითქმის ათასი აბონენტი დარჩა. ძლიერი ქარი სულ ხუთ წუთს გაგრძელდა. ასეთი რამ ამბროლაურის ისტორიაში არ გვახსოვს. დაზიანდა რვა საცხოვრებელი სახლის სახურავი. ეს ხუთსართულიანი კორპუსებია. მათში დაახლოებით 200 ოჯახი ცხოვრობს. ხუთი სახლი მთლიანად სახურავის გარეშეა დარჩენილი, სამი ნაწილობრივად დაზიანდა“, - განაცხადა მხეიძემ.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფებზე რეაგირების გუნდის წევრებმა ფსიქოსოციალური დახმარება გაუწიეს დაზარალებული მოსახლეობის ნაწილს, გარდა ამისა, წითელი ჯვრის აღჭურვილობა და კარვები გამოყენებული იქნა შესაბამის სტრუქტურების მიერ კატასტროფაზე რეაგირების დროს.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ამბროლაურის ფილიალის თანამშრომლები და მოხალისეები საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს მზად არიან ჩაერთონ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა