"თიბისი ბანკმა" ResponsAbility Investments-ისგან 10 მლნ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

"თიბისი ბანკმა" და ResponsAbility Investments-მა ხელი მოაწერეს 10 მილიონი დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას. ფინანსური რესურსი საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებას მოხმარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ "თიბისი ბანკიდან" აცნობეს.

„"თიბისი ბანკი" ResponsAbility Investments-თან 2016 წლიდან თანამშრომლობს. ამ პარტნიორობის ფარგლებში, ეს ჩვენ მიერ განხორციელებული უკვე მეოთხე ტრანზაქციაა, რაც მხარეებს შორის ნაყოფიერი და წარმატებული პარტნიორობის დასტურია. მოზიდული ფინანსური რესურსი "თიბისი ბანკს" მცირე და საშუალო ბიზნესსექტორში წამყვანი პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებაში დაეხმარება“, - განაცხადა "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ResponsAbility Investments-ი განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში ინვესტიციების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა. ის 3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებს მართავს, რაც კერძო სესხებითა და კაპიტალით 90 ქვეყანაში ინკლუზიური ბიზნესმოდელის მქონე 540 კომპანიის ფინანსურ მხარდაჭერაში გამოიხატება.

ResponsAbility Investments-ი 2003 წელს დაარსდა და მისი მთავარი ოფისი ციურიხში მდებარეობს, ხოლო ადგილობრივი ოფისები განთავსებულია ბანგკოკში, ჟენევაში, ჰონგკონგში, ლუქსემბურგში, მუმბაიში, ნაირობიში, ოსლოსა და პარიზში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა