„თავისუფალი საქართველო“ უკრაინელ ხალხს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ულოცავს

პარტია „თავისუფალი საქართველო“ უკრაინაში დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მიესალმება და გამარჯვებულ პარტიებს წარმატებას ულოცავს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მრავალწლიანი პოლიტიკური დაძაბულობის შემდეგ უკრაინაში ჩატარდა არჩევნები, რომლის შედეგების ლეგიტიმურობა, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არ ბადებს კითხვის ნიშნებს.

როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ მის საინაუგურაციო სიტყვაში ბრძანა, უკრაინის წარმატება, არა მხოლოდ უკრაინელების გამარჯვებაა, არამედ ერთგვარი ორიენტირია სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. ვისურვებდით, რომ 2020 წელს საქართველოშიც ჩატარდეს ისეთივე საპარლამენტო არჩევნები, როგორიც წელს მოახერხა უკრაინამ.

ნიშნადობლივია ისიც, რომ უკრაინელმა ხალხმა სამარცხვინო სილა გააწნა იმ დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც, უცხო ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, უკრაინაში არეულობით და პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციით არიან დაინტერესებული. ამ ჯგუფებმა არჩევნებში 1%-ზე ნაკლები მხარდაჭერა მიიღეს.

განსაკუთრებით გვინდა მივულოცოთ ჩვენს თანამემამულეს, პარტია „ხალხის მსახურის“ ერთ-ერთ ლიდერს - დავით არახამიას მიღწეული წარმატება და ვუსურვოთ მას შემდგომი წინსვლა უკრაინელი ხალხის სამსახურში. აგრეთვე, გამოვთქვამთ იმედს, რომ ბატონი არახამიას მაღალი პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი პოზიცია ხელს შეუწყობს უკრაინასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.

პარტია „თავისუფალი საქართველო“ უახლოეს პერიოდში გეგმავს კიევში ვიზიტს და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებთან“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა