გიორგი შენგელია უფასო სასადილოში ბენეფიციარებს შეხვდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია უფასო სასადილოში ბენეფიციარებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ზუგდიდის უფასო სასადილოში 280 ბენეფიციარი ირიცხება, რომლებიც სასადილოს მომსახურებით ყოველდღე (კვირის გარდა) სარგებლობენ.

დღეს, უფასო სასადილოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა, იქ არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს გაეცნო და ბენეფიციარებს გაესაუბრა. გიორგი შენგელიას თქმით, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს ხარისხიანი საკვები მიეწოდებათ და ეს მომსახურება მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს