ნაზი ჯანეზაშვილს აინტერესებს, რატომ მივიდა გენპროკურორის პირველი მოადგილე, მოსამართლეობის კანდიდატი ვასაძე გასაუბრებაზე პროკურატურის პრესსამსახურის თანამშრომელთან ერთად

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე გასაუბრებას გადის, საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი დაინტერესდა, რატომ მივიდა ვასაძე გასაუბრებაზე პროკურატურის პრესსამსახურის თანამშრომელთან ერთად. თავის მხრივ, მამუკა ვასაძემ უპასუხა, რომ კანდიდატად ყოფნასთან და გენერალური პროკურორის პირველი მოადგილედ ყოფნასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შეუთავსებლობა არ არსებობს. მისივე განმარტებით, მას შემდეგ რაც გასაუბრებას დაასრულებს და გავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან, ისევ გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის პოზიციას ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდება, შესაბამისად, პრესსამსახურის თანამშრომელიც საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მასმედიის საშუალებებთან ურთიერთობას.

"არც გენერალური პროკურატურის შესახებ კანონმდებლობა არ ითხოვს ჩემს გათავისუფლებას,რომელიმე სამსახურში კანდიდატად ყოფნასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მე, დღეს აქ ვარ, როგორც კანდიდატი, ასევე ვარ როგორც გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე. შეუთავსებლობა იწყება მაშინ, როდესაც სხვა სამსახურში დავიშნები“, - განაცხადა მამუკა ვასაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა