ადმინისტრაციული წესით დაკისრებული ჯარიმის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების თაობაზე ბესელია-ფოფხაძის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, პარლამენტი უმრავლესობის ვარიანტს განიხილავს

ადმინისტრაციული წესით დაკისრებული ჯარიმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების თაობაზე დეპუტატების ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდების შემდეგ, უმრავლესობამ კანონპროექტის საკუთარი ვარიანტი წარადგინა.

საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებას ეხება, რომლის საფუძველზეც, ადმინისტრაციული სახდელის მქონე პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, სახდელის დადების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ.

პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატების მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით, სააპელაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ხდება ადმინისტრაციული დავების განხილვა ისეთ სახდელებთან დაკავშირებულ დავებზე, რომელთა დაკისრების დროსაც შესაძლებელი იყო ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება. სააპელაციო სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობა მხარეს ასევე იმ შემთხვევაშიც ექნება, თუ დაასაბუთებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოებში არსებობს მისი დავის განხილვის განსხვავებული პრაქტიკა.

არსებულ რეალობაში, სააპელაციო სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობა ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირებს მხოლოდ კოდექსით განსაზღვრულ ცალკეულ შემთხვევებში შეეძლოთ, რაც გასაჩივრების მომეტებული ინტერესის პირობებში, მათ მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობას ვერ უზრუნველყოფდა.

კანონპროექტის ავტორთა განმარტებით, მათ მიერ შემოთავაზებული გასაჩივრების მექანიზმი იცავს გონივრულ ბალანსს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისა და სააპელაციო სასამართლოს გადატვირთულობისგან დაცვის თვალსაზრისით.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 2019 წლის 31 მარტამდე უნდა მოეხდინა.

პარლამენტში 2019 წლის 21 იანვარიდან არსებობდა გადაწყვეტილების აღსრულების ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა და მიზეზად სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსთან შეუსაბამობა დაასახელა.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ინიციატორები არიან: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, სოფიო კილაძე, გურამ მაჭარაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, რატი იონათამიშვილი, დიმიტრი მხეიძე და გოგა გულორდავა.

კანონპროექტს 23 ივლისს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები განიხილავს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო