იაპონიაში პარლამენტის ზედა პალატის არჩევნების შედეგები გამოქვეყნდა

იაპონიაში პარლამენტის ზედა პალატის არჩევნების შედეგები გამოქვეყნდა. მმართველი ლიბერალურ-დემოკრატიული კოალიცია უმრავლესობას ინარჩუნებს, თუმცა მისი წარმომადგენლობა ოდნავ გაუარესდა. მმართველ პარტიას ზედა პალატაში 141 დეპუტატი ეყოლება, ოპოზიციას - 104. იაპონიის ზედა, მრჩეველთა პალატა ნაწილობრივ განახლდა. 21 ივლისს, 124 დეპუტატი აირჩიეს, აქედან 50 სიით და 74 მაჟორიტარული სისტემით. ლიბერალურ-დემოკრატიულმა კოალიციამ 71 ადგილი მიიღო, კონსტიტუციურ-დემოკრატიულმა პარტიამ - 53.

შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება ჯერჯერობით გადაიდო. კონსტიტუციის ჩასასწორებლად ზედა პალატაში მმართველ პარტიას ხმების ორი მესამედის მოპოვება სჭირდებოდა. პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს მთავრობა მომხრეებთან ერთად ცდილობს კონსტიტუციაში თავდაცვის ძალების მოხსენიებას, რომ მათ არსებობას არავინ დაარქვას „ანტკონსტიტუციური“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა