ირაკლი ოქრუაშვილი - კეთილი ინებოს ქიბარ ხალვაშმა, მიბრძანდეს და ხელმოწერის ნიმუშები დატოვოს

პროკურატურაში რა მოტივით შეიძლება იდავონ, ჩემთვის წარმოუდგენელია, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა „რუსთავი 2“-ის თემასთან დაკავშრებით გამართულ ბრიფინგზე, ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მიერ პროკურატურაში სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით განაცხადა.

ოქრუაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ შეაქვს ქიბარ ხალვაშის ადვოკატს პროკურატურაში სარჩელი ხელშეკრულების ნამდვილობასთან დაკავშირებით.

„სიმართლე გითხრათ, პროკურატურაში რატომ შეაქვთ განცხადება, იურიდიულად მე ამას ვერ ვხვდები ერთი მარტივი მიზეზის გამო - სასამართლოში მე უკვე სამი წელია ვდავობ ფინანსურ ნაწილზე, რომ მას აქვს ჩემი ვალი. მან ეჭვქვეშ დააყენა ამ ხელმოწერის ნამდვილობა და სასამართლომ იმის მიუხედავად, რომ სამი ექსპერტიზის დასკვნა წარვუდგინეთ, ეს ხელშეკრულება ექსპერტიზაზე გადააგზავნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. უკვე 8 თვეა ხალვაში ხელმოწერის ნიმუშების დატოვების მიზნით არ ცხადდება ექსპერტიზის ბიუროში და პროკურატურაში რა მოტივით შეიძლება იდავონ, ჩემთვის წარმოუდგენელია. კეთილი ინებონ, მიბრძანდნენ, ხელმოწერის ნიმუშები დატოვონ, ექსპერტიზას მისცენ საშუალება რომ დასკვნა გააკეთოს,“ - აცხადებს ოქრუაშვილი.

მისივე თქმით, ხელშეკრულებაზე, ნამდვილად ხალვაშის ხემოწერაა და ხალვაშს მოუწოდებს, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მისცეს საშუალება დასკვნა გააკეთოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა