ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის შესაძენად თანამდებობა არ გამოუყენებია, თუმცა პირადი კონტაქტებით ისარგებლა

მილიონ ორასი ათასი დოლარი ჯემალ ინაიშვილის მეშვეობიოთ გადავუხადე დვალს და აქიმიძეს და პლუს ამას უსასყიდლოდ გადავუფორმე „ჯორჯია ონლაინის“ ათ პროცენტიანი წილი, რომელიც მე მეკუთვნოდა, - ამის შესახებ პარტია “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ოქრუაშვილის თქმით, 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ და მის გარშემო ჩატარებული კამპანია, მისი დაფინანსებულია.

„არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, მილიონ ორასი ათასი დოლარი ჯემალ ინაიშვილის მეშვეობიოთ გადავუხადე დვალს და აქიმიძეს და პლუს ამას უსასყიდლოდ გადავუფორმე „ჯორჯია ონლაინის“ ათ პროცენტიანი წილი, რომელიც მე მეკუთვნოდა.

შემიძლია არ გავამხილო რა თანხებით შევიძინე „რუსთავი 2“, შემიძლია არ გიპასუხოთ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ საქმეზე ყველა სახის იურიდიული ხანდაზმულობა გასულია და დამთავრებულია, მაგრამ ეს თანხა იქნა მოზიდული ჩემს მიერ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებისგანაც ნებართვა არ მაქვს, რომ მათი სახელები დავასახელო.“

ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ ის ადამიანები, ვინც მას თანხა მისცეს, საჯარო მოხელეები არ ყოფილან.

კითხვაზე, გამოიყენა თუ არა ოქრუაშვილმა ფულის მოსაძიებლად მაშინდელი თანამდებობა, ასე უპასუხა: „არა, მე მქონდა გარკვეული სახის კავშირები მაშინაც, მანამდეც და მის მერეც. 2003 წელს, კონსპირაციებისა და შეთქმულებების თეორიებს რომ აწყობდით და იძახით, რომ თითქოს სოროსმა დააფინანსა „ვარდების რევოლუცია“, ან ბიძინა ივანიშვილმა, 2003 წლის მთელი კამპანია დაფინანსებული იყო ჩემ მიერ, მაშინაც მქონდა ამის ბერკეტი, ახლაც მაქვს და კიდევ მექნება დიდი ალბათობით“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო