გიგა ბოკერია ქიბარ ხალვაშის განცხადებაზე - ივანიშვილის მარიონეტის უტიფარი ნაბიჯი მოულოდნელი არ იყო - გონიერება არ ეყოთ და ხისტად მოქმედებენ

სამწუხაროდ, ხელისუფლების და ივანიშვილის მარიონეტის უტიფარი ნაბიჯი მოულოდნელი არ იყო - გონიერება არ ეყოთ და აქაც ხისტად მოქმედებენ, - ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიგა ბოკერია “რუსთავი2“-ის მფლობელის ქიბარ ხალვაშის დღევანდელ განცხადებას.

ბოკერიას შეფასებით, ყველაფერი სწორედ “რუსთავი2“-ის სარედაქციო პოლიტიკის გამო გაკეთდა.

“ეს დააზიანებს ქვეყნის დემოკრატიას, დააზიანებს ატმოსფეროს, მაგრამ ივანიშვილის რეჟიმს ვერ გადაარჩენს. დიდი მავნებლური გულუბრყვილობაა, რაც მათ ჰგონიათ. ყველას გვესმის, რომ ეს ყველაფერი სწორედ სარედაქციო პოლიტიკის გამო გაკეთდა. ამიტომ ეს ნაბიჯი მოულოდნელი არ არის, თუმცა ცოტა უფრო გონიერები რომ ყოფილიყვნენ, ასე ნაჯახისებურად არ იმოქმედებდნენ. ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რაც გაქვს, ეს არის ქიბარ ხალვაში და ამ ყველაფრის ფასი შემდეგ მშვიდობიან არჩევნებზე უნდა გადავახდევინოთ, ამ გუნდის ხელისუფლებიდან მთლიანად ჩამოშორებით. იქამდე ლეგიტიმური ზეწოლით გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას, - ამის შესახებ “რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელის ქიბარ ხალვაშის განცხადებაშია აღნიშნული.

ხალვაში ბოლო პერიოდში “რუსთავი2“-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობის სრულფასოვანი რეალიზება მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული მედიასტანდარტების პირობებშია შესაძლებელი.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს