ჯანდაცვის მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს ჯანდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერთობლივი პროექტები და ის საქმიანობა, რასაც უკვე წლების განმავლობაში ახორციელებს სამინისტრო გერმანიის მხარდაჭერით.

უწყების ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება დაუთმო დევნილთა საკითხებს, განსაკუთრებით კი, გერმანიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილებისთვის განკუთვნილ მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ითვალისწინებს. გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, როგორც ეკატერინე ტიკარაძემ, ასევე ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნეს, აუცილებელია გატარდეს რეფორმა, რომელიც დევნილთა სოციალურ კეთილდეღეობას, მათ დასაქმებას და თვითრეალიზებას შეუწყობს ხელს. გარდა დევნილთა საკითხებისა, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ჯანდაცვის სისტემასა და ამ სექტორის კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობებზე.

როგორც გერმანიის ელჩმა აღნიშნა, ეკატერინე ტიკარაძის სამუშაო გამოცდილება გერმანიაში, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების საკითხში და ასევე გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების საქმეში.

„ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით, ჩვენ საერთო შეხედულებები გვაქვს. მინისტრი კარგად იცნობს ჯანდაცვის გერმანულ მოდელს და აქვს კონკრეტული მოსაზრება, თუ რა შეიძლება იყო ინტეგრირებული საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში“, -განაცხადა გერმანიის ელჩმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო