ადვოკატი - იულია სუსლიაკის ბავშვებს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში არასათანადოდ ეპყრობოდნენ

ტრეფიკინგსა და ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული უკრაინის მოქალაქის იულია სუსლიაკის ადვოკატი ვიდეოჩანაწერებს ავრცელებს, სადაც, მისი მტკიცებით, ქუთაისის საავადმყოფოში ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები ჩანს. როგორც ადვოკატმა ზურაბ თოდუამ აღნიშნა, მან ეს კადრები ფსიქოლოგებს აჩვენა და მათთან კონსულტაციები გაიარა. თოდუა ფსიქოლოგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ქართულ საავადმყოფოებში ბავშვებს არასათანადოდ ეპყრობოდნენ.

„ვიდეოები, რომელსაც ვასაჯაროვებ, არის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული ჩანაწერები. ეს ვიდეოები დევს საქმეში 22 სიდი დისკის სახით. როცა მტკიცებულებები გადმოგვეცა, ჩემს მიერ დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ 25 აპრილის მასალა იყო დაზიანებული. დამატებითი საჩივრების წერა დამჭირდა იმისთვის, რომ 2019 წლის 25 აპრილის მასალები მენახა. ამ დისკების მიღების შემდეგ ვნახე, რომ ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს კორიდორში ბავშვებს როგორ ეპყრობიან არასათანადოდ. მე ეს კადრები ვანახე ფსიქოლოგს და მომეცა ასეთი კონსულტაცია, რომ ბავშვები არ არიან საუკეთესო პირობებში ჩაყენებული და მათი ინტერესები არ არის გათვალისწინებული“, - განაცხადა ზურაბ თოდუამ.

ცნობისთვის, იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი 19 ივლისს გაათავისუფლეს.

იულია სუსლიაკს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე გუშინ უარი უთხრეს.

იხილეთ ვიდეო: სათვალთვალო კამერის კადრები, რომელშიც ადვოკატის მტკიცებით, ქუთაისში სუსლიაკის შვილებზე არასათანადო მოპყრობის ფაქტები ჩანს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა